ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად განათლების სამინისტრო ავრცელებს,
მათი ცნონით, ახალი ხელმძღვანელი მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად დღეს ფონდშიდასაქმებულ პირებს შეხვდა, სადაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ცნობისთვის სულიკო თებიძე, აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობისშემსრულებლად მუშაობდა.
იგი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს.
უფლებამოსილება კი მას ამ წლის 2 დეკემბერს ახალი მოწვევის საკრებულოს დამტკიცებისშემდეგ შეუწყდა.