მთავარი პოლიტიკა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას, 19 წევრი ეყოლება ,,ქართულ ოცნებას” კი 16

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას, 19 წევრი ეყოლება ,,ქართულ ოცნებას” კი 16

1401
0

წინასწარი მონაცემებით,2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, ბათუმისსაკრებულოში პროპორციული სიით 4 პარტიის წარმომადგენლები შევლენ.

ესენიაქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარიასაქართველოსთვისდალელო“.

ბათუმის 79 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდისგახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით [7 587 ხმა], 3.2 მიიღოლელომ“ [2447 ხმა].

რაც იმას ნიშნავს, რომ

ქართული ოცნება“ 35- წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებსპროპორციული სიით. ამას ასევე დაემატება მაჟორიტარები.

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნებაბათუმის საკრებულოში 4 მაჟორიტარისშეყვანას შეძლებს.

ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრიშეჰყავს საკრებულოში. იგივე მონაცემების თანახმად, „გაერთიანებულ ოპოზიციას“  ბათუმისსაკრებულოში 3 მაჟორიტარი ეყოლება.

შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება და 16 წევრი ქართულ ოცნებას“.

გახარია საქართველოსთვისსამი, ხოლოლელოსერთი წარმომადგენელი ეყოლება

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობდა. 3%-იანი ბარიერი კი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე