ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისშემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებითგაიყვანეს.
ოპოზიციის წევრებმა ბიუროს სხდომაზე მოქმედი საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდესმომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.
ენმ–ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია დაპროტესტის ნიშნად მაგიდაზე ავიდა.