მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” საქართველოს მთავრობამ პროგრმა დაამტკიცა

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” საქართველოს მთავრობამ პროგრმა დაამტკიცა

173
0

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“- სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ უკვე დამტკიცდა.

დღეს შეხვედრა გაიმართა კერძო სექტორის, დეველოპერული კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
პროგრამა ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, ყველა დეველოპერისა და მშენებელი კომპანიისთვის აჭარის ა. რ. მთავრობის მხრიდან შეთავაზებულია 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო გარანტია.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის პერიოდში, 80 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მიმდინარე წლისთვის ბათუმის ბიუჯეტში პროგრამის განსახორციელებლად 20 მლნ ლარია გამოყოფილი.
პროგრამის მეორე ფაზის განხორციელებაში საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები და დეველოპერები ჩაერთვებიან.