ბათუმში, “ლიბერთი ბანკის” ერთ–ერთ ფილიალში ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად, დაიწვა ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფილიალი და საბანკო ინვენტარი.
სახანძრო–სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ არ იყო.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.