მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

249
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოხუმის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს ადგილზე გაეცნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რეგიონის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „ ბაგრატიონის ქუჩამდე ეტაპობრივად ყველა ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობაც, სადაც მიდის ასფალტის დაგება, სანიაღვრე სისტემების შეცვლა, ბორდიურების მოწყობა და სხვა ტიპის სამუშაოები.” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 2018 წელს უკვე დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები 40-მდე ობიექტს, ქუჩას, ქუჩის მონაკვეთს და ჩიხს მოიცავს. მიმდინარე ეტაპზეა 20-მდე პროექტი. „დამატებით, დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობა, მათ შორის ბონი-გოროდოკის დასახლებაში. ეს უკანასკნელი საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შევიტანეთ და დაახლოებით 10-12-მდე ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი კიდევ დაემატება ამ სტატისტიკას“-განაცხადა ქალაქის მერმა. სოხუმის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მილონ 619 ათას 993 ლარია გათვალისწინებული.