ბათუმში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი და ავტომობილი.
დაზიანდა ავტობუსის მოსაცდელიც. ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდამოძრაობა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.