პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე დასრულდა გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მნიშვნელოვანია, რომ მერიის სამსახურების და კონტრაქტორი კომპანიების ერთობლივი კოორდინაციით ყველა პროექტი დასრულდეს შესაბამის ვადებში და ხალხს მაქსიმალურად გაუადვილდეს გადაადგილება.