ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
7 თებერვალს, უხვი ნალექის გამო ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, გუშინ კი 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.