მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გაიმართა კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა /ვიდეო/

გაიმართა კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა /ვიდეო/

382
0

https://www.youtube.com/watch?v=b4SaRFQDjxU&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდ-ვითარება განიხილეს. აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000 მდე პირმა ჩაიტარა. ფაიზერით ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული. ასევე, სინოფარმით ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო სინოფარმი / სინოვაკით ვაქცინაცია. მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება. დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდ მართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით.