მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გამარჯვების დღე დაპირისპირების ფონზე

გამარჯვების დღე დაპირისპირების ფონზე

483
0
ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ორი დაპირისპირებული მხარე პოლიციის კორდონის გაღმა-გამოღმა, ასე აღინიშნა დღეს ბათუმში, გმირთა ხეივანში საცხრამაისო დღესასწაული, აქ აქცია გამართა მოძრაობამ „უკვდავი პოლკი“, რომლის აქტივისტები საბჭოთა სიმბოლიკებისა და გეორგიევსკის ლენტების გარეშე იყვნენ წარმოდგენილნი. აქციის მონაწილეებმა გმირთა ხეივანში მხოლოდ აქვთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ფოტოსურათები მიიტანეს წარწერით – „საქართველოს უკვდავი პოლკი“.
გმირთა ხეივანში გამართულ აქციაზე მობილიზებული პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იდგნენ „უკვდავი პოლკის“ აქციის მოწინააღმდეგე მოქალაქეები. პოლიციამ ამ ორი განსხვავებული შეხედულების ჯგუფს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცა, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფის აღკვეთა მაინც ვერ მოხერხდა.