გარდაიცვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩიგოგიძე. გურამ ჩიგოგიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 1986-1991 წლებში მუშაობდა. იქამდე იგი კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნის თანამდებობას იკავებდა. მის სახელს აჭარაში არა ერთი მშენებლობა და სიახლე უკავშირდება. მათ შორის ბათუმის წყალსადენის, ლუდის ქარხნისა და აღმაშენებელის დასახელების საცხოვრებელი რაიონებისა და სხვა ახალმშენებლობები.
გურამ ჩიგოგიძე იყო რადიო „ფორტუნას“ დამაარსებელი. მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ აჭარის მინისტრთა საბჭოს 1986-1991 წლების აპარატის თანამშრომლები და ტელეკომპანია TV-12-ის კოლექტივი.