მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

167
0

გერმანიასაქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.   

ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის შემდეგი ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები ბათუმის მერიასადა შპსბათუმის წყალში“.

ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრისას განიხილეს პროექტის მეხუთე ფაზისგან ხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის,  საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და ინვესტიციების ფინანსური ასპექტები.

,,გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიეთ  პროექტისმეხუთე ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას კი, განვიხილეთ ტექნიკურიდეტალები და განხორციელების სტადიები. აღნიშნული პროექტის საერთო ჯამურიღირებულება არის 80 მილიონი ევრო, რაც ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება და ჩვენი თანაქალაქელების ყოფითი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“-აცახდებს არჩილ ჩიქოვანი.

ვიზიტის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ის ობიექტები, რომლებიც  KfW- დაბალ პროცენტიანი სესხით აშენდა და რეაბილიტირდა.