1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” ერთ–ერთმა დამფუძვნებელმა გიორგი გახარიამ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“ამ დღეს, 33 წლის წინ, ქართველებმა მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რა არის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და რაც მთავარია ღირსების ფასი. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, ერთიანობა დაღირსება და მას შემდგომ უკვე ათწლეულებია, საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, ყოველთვის გვიწევს ამ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლისთვის ფასის გადახდა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ გამარჯვებები და ღირსება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით მიიღწიოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის“-აცხადებს გიორგი გახარია.