გურიის რეგიონში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტებში იწმინდება, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა–სასოფლო გზები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.
დაზიანებულ უბნებზე აქტიურად მუშაობს ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფები, რათადროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.