დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მკაფიო, თამამი ნაბიჯებით გააგრძელებს წინსვლას იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა, რაც დაკავშირებულია 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, იყოს რეალიზებული.
ლიკა შარაძე