მთავარი სტატიები დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!..

დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!..

1375
0

სანამ შევუდგები მეოთხე ნაწილის ძირს; თეგების სახით წინა ეპიზოდების მიმოხილვას შემოგთავაზებთ. ზოგს გამორჩებოდა, ზოგმა კი ახლა აღმოაჩინა ეს ციკლი – ნუ შეუშინდებით მოცულობას, არაა აუცილებელი პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს გაეცნოთ (არადა „გუგლი“ ხელთაა). ისინი ისეა დაწერილი, რომ აჭარის ტელევიზიის პრობლემატიკა (და არა მხოლოდ მისი), განხილულია ავტონომიურ რეჟიმში.

დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!..

ეპიზოდურად, სხვადასხვა მოვლენასთან და პირთან მიმართებაში, ასევე შეკრულია ერთი დისკურსით. რასაც ორგანულად, უწყვეტი ჯაჭვით გავყავართ წინამდებარე და თვითკმარ ეპიზოდზე (რომელსაც საგაზეთო ფორმატის გამო ორ ნაწილად ვყოფ). ეს სტრუქტურული გარემოება კი, წინა ეპიზოდების არგაცნობის შემთხვევაში იძლევა ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ჩაწვდომის საშულებას წინამდებარე სტატიის მეშვეობითაც. წინა წერილებთან დეტალური გაცნობის გარეშეც-თქო, დაინახავთ მთლიან და ადეკვატურ სურათს, იმ რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო ვითარების, რაც ლამის 10-მილიონიანი დაფინანსების ინსტიტუტში მძვინვარებს და თუ რატომაა ასეთი სიტუაცია მანდ, ასევე ვის ინტერესებში შედის ეს.
ერთსაც დავსძენ სანამ წინა ნაწილების „კალეიდოსკოპურ“ მიმოხილვას შევუდგებოდე; მეკითხებიან ხოლმე, „რატომ ვუთმობ ამდენ ყურადღებას აჭარის ტელევიზიას“? მნიშველოვანია ის ჩემთვის როგორც;
ა) იდეაში, მთავარი მედიარესურსია, ისეთი საკვანძო რეგიონის როგორიც აჭარაა. რადგანაც იქიდან ტრანსრილებული სურათ-ხატები და საკითხების აქტუალიზაცია (ანდა პირიქით), უწყობს ხელს რეგიონის მაცხოვრებლების მსოფლმხდეველობის ფორმირებას.
ბ) მსოფლმხედველობა თავის მხრივ მოქალაქეთა ქცევას აპირობებს _ მსოფლმხედველობას კი აყალიბებს გაბატონებული კონცეფციები.
გ) კონცეფციებს თავის მხრივ ასაზრდოებს დიდწილად სატელევიზიო ნარატივები.
საით მიმყავს და, ირიბად კიდეც მართავს ის ვინც აკონტროლებს დისკურსებს და არა სხვა ინსტიტუტები, თუმცაღა თეორიაში და ფორმალურად სხვაგვარადაა გასაგები მიზეზების გამო. ანუ, ვინც ფორმალურად (ლეგისტურად) მხოლოდ სარკე უნდა იყოს არსებული სოციალ-პოლიტიკური და ეთნოფსიქოლოგიური განწყობების, სინამდვლეში მისი სული და წარმმართველია. ესაა რეალური ვითარება, რასაც სახელმძღვანელოებში არ ასწავლიან და ბუკვალური გაგების მიღმა იმყოფება (როგორც ბევრი სხვა რამ, სხვა ინსტიტუტებში). „პოლიშინელის საიდუმლოა“ ეგ „განდობილთათვის“ და ნომენკლატურული ელიტისთვის, მაგრამ ასე ვთქვათ „პროფანებისთვის“ (მასობრივი მოხმარებისთვის) და „პირველკურსელებისთვის“ წარმოადგენს ჭეშმარიტებას ის რაც მხოლოდ შავით-თეთრზე წერია „პატრონების“ მიერ დაბეჭდილ სახელმძღვანელოებში და დეკლარირებულია საჯაროდ. ლიტონი სიტყვებითა, „ილუზორული არჩევანით“ და ლოზუნგებით საზრდოობენ-თქო, რაც მათ ქცევაზევე ისახება, „პატრონებს“ კი ხელ-ფეხი ეხსნება ნებისმიერი მანიპულაციისათვის… ეს ყველაფერი საშინელება იქნებოდა, უფრო და უფრო ჩავეფლობოდით ტყულებში, მაგრამ ხელოვნური კონსტრუქციები დიდხანს ვერ სძლებს – ეს აქსიომაა, რაც მაიმედებს კიდეც. რადგანაც ტყული არსით არამყარი და დროებითია. საქმე იმაშია რომ ე.წ. „პატრონები“ მოხიბლულნი რა საკუთარი ხელშეუხებლობითა & ძლევამოსილებით, ხშირად იმდენად სცდებიან „დღის წესრიგის“ ფორმირებაში ნამდვილი სურათის ადეკვატურ ტრანსლაციას (ამ უამრავი მიკროფონიანი ანგაჟირებული გოგო-ბიჭის, მოლაპარაკე თავის, გამრთობი „ფრიკის“ მართვა-მანიპულაციებით), რომ კარზე მომდგარი რეალური „აგენდა“ უბრალოდ ანგრევს მთელ მათ, ტყუილებზე აწყობილ იმპერიებს. საბოლოო ჯამში საკუთარი თავის მომტყუებელნი გამოდიან ნებისმიერ შემთხვევაში. პლატონისეული ალუზია რომ გამოვიყენო „გამოქვაბულსა და ჩრდილებზე“ (რათა ვიზუალიზაციით გაგიმარტივდეთ ამ მრავალწახნაგოვანი საკითხის აღქმა), ფრაგმენტების ნაცვლად, შემდეგნაირ ტილოს დაინახავთ ერთობლიობაში; თავად გამოქვაბულში აღმოჩნდება ხოლმე ვინმე, ვინც წვდება საგანს იმდენად ღრმად, რომ გაჰყავს ხოლმე „მზეზე“ „ჩრდილების“ ყურებას შეჩვეული ხალხი და ამის დასტური სხვათა შორის, კაცობრიობის მთელი ისტორიაა. მოკლედ, მოჯადოვებული წრეა, სადაც ტყუილი ტყუილზეა, მითი მითზე & ნარატივი ნარატივს ადევს …
შესაბამისად, ირიბად თუ პირდაპირ მთელი რეგიონის სოციალ-პოლიტკური დღის წესრიგი, ორიენტირები და განწყობა მაგ უწყებაში გამომუშავებულ ხედვებს („ჩრდილებს“) ექვემდებარება. რაც ვერ და არ ხდება და თუ ნაწილობრივ ხდება, ხდება შემდეგი: კონკრეტულად აჭარის ტელევიზია განმსჭვალულია ჰედონიზმით, სიყვითლით და შემოიფარგლება პრიმიტიული კლიშეებითა და იარლიყების მიკვრით იმათ მიმართ, ვინც მემარცხენე ლიბერალიზმის მიმდევრი არ გახლავთ და არც ისეთი პსევდომეცნიერული სწავლებით საზრდოობს, როგორიც „იდენტობის პოლიტიკაა“ მაგალითად. მეტიც, რეგიონის შიდა ცხოვრების არასწორად აქცენტების დაყენებით ისინი ღიად მტრობენ აჭარის მოსახლეობის ტრადიციულ-კონსერვატორულ ნაწილს, სამეზობლოს გათვალისწინებით კი, საშიშროებას უქმნიან ქვეყანას მთლიანობაში. თუნდაც ეკლესიაზე პერმანენტული შეტევებით … მოკლედ, დღისით-მზისით 10 000 000 იხარჯება ჯერ ერთის მხრივ ნაგვის, მეორე _ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცვლელი კონტენტის ტრანსლირებაში და კაცი არაა პატრონი აჭარაში (რაც ცალკე ციკლის თემაა)!
ის ახალი ხელმძღვანელი კი, რომელმაც დაწყებით ეტაპზე იტვირთა ფერისცვალების ესოდენ საპასუხისმგებლო მისია, მყისვე დაიჩუტა საპნის ბუშტივით პირველივე წინააღმდეგობისას იქაური ლიდერშიპის მხრიდან. რითიც საშუალება მისცა კაპანაძის დროინდელ გაბატონებულ დისკურს, თავიდან ეფეთქა უჩინარი „პატრონების“ თვალთმაქცური დახმარების გამოისობით. რომლის ნაწილობრივ ჩახშობაში პირადად მეც წილი მიმიძღვის (დაწყებული „ბათუმური პლატფორმით“ აქტივობებიდან, დამთავრებული კონკურსებში მონაწილეობითა და სხვადასხვა დროს თემატური სტატიების გამოქვეყნებით თუ სხვა მედიასაშუალებებში სატელევიზიო გამოსვლებით). ასე ხდება ხოლმე, როდესაც კრიზის-მენეჯერის და იდეების გენერატორის ნაცვლდ რუხ „ჩალიმეისტერს“ მოაჯენენ სკამზე გაურკვეველი, მაგრამ ვატყობ პროტეჟეს მსგავსი ფსიქოტიპის მეგობრები დედაქალაქიდან, რომლებსაც აჭარა, პროვინციული კეკელკობა, ფლირტი, სექსი პლაჟზე და აჭარული ხაჭაპური ჰგონიათ მხოლოდ. მასეა-თქო, როცა გასატარებელი ცვლილებების მასშტაბები ბევრად აღემატება იმ პირის მასშტაბს ვინც ეს ცვლიებები უნდა გაატაროს.საცოდავი სანახობა და გაუგებრობაა ის ახალი ხელმძღვანელი-მეთქი და მისი რომოდენიმე ახალი კადრი მანდ.
2-ჯერ ვმონაწილებდი კონკურსში დირექტორის პოსტზე, პირველად როდესაც ქალბატონი კაპანაძე აირჩია იმჟამინდელმა ანგაჟირებულმა ბორდმა. მეორედ, როცა გაურკვეველი ბეგრაუნდისა და ვიწრო თვალსაწიერის მოქალაქე (და არაა საჭირო სტრუქტურალური ანალიზის გენიოსობა იმისათვის რომ გასაუბრებისთანავე ეს მიხვდე), ვინმე კოხრეიძე დააჯინა ხელმძღვანელის სავარძელში. ასევე გაურკვეველი დამსახურებებისთვის ნაჩქარევად დაკომპლექტებულმა ბორდმა – რომელმაც, პირველი რაც გაააკეთა ხელფასები გაიორმაგა კონტროლის მექანიზმების და ახალი ხედვების გამომუშავების ნაცვლად. ამით გასატარებელ რეფორმებს ლეგიტიმურობაც და „მორალური სიცხადე“ დაუკარგა, რომელიც ისედაც საკითხის ქვეშ იდგა ბორდის წევრების კომპრომიტირებული წარსულისა და პროფშეუსაბამობის გამო.
საერთოდ ასეა – იდეას იდეათი ამარცხებენ, ქალბატონი კაპანაძე მოგვწონდა თუ არა, „იდეა“ იყო. უფრო სწორად, პერსონიფიკაცია იმ იდეათა კრებულის, რასაც უტრირება რომ მავხდინოთ კრებსითად ნეოლიბერიზმს (ან მემარცხენე ლიბერალიზმს უწოდებენ). ეს სწავლება ისეთ „მეცნიერულ“ ფუნდამენტზე დგას როგორიცაა „იდენტობის პოლიტიკა“, „გენდერული თეორიები“, „კრიტიკული რასობრივი თეორია,“ ე.წ. „პროგრესისტობა“ and so on. მოკლედ, მწყობრ შეხედულაბათა და ფასეულობათა სისტემას წარმოადგენს. „კოლექტიური კაპანაძეა“ – ასე ვთქვათ, ეს აქსიოლოგიური სკალა და აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ოფიციალური იდეოლოგიაც. მეორე პოლუსზე არც არაფერი, არც „ტრამპისტობა“, არც „ეროვნულობა“, არც „ტრადიციულ-კონსერვატორული პარადიგმა“, არც რაიმე სურვილი ახლის დამკვიდებისა, არც ფუნდამენტური ცოდნა საგნისა თუ პრობლემატიკის და ა.შ. არაფერი, გარდა უშინაარსო საუბრებისა, ახლობლების ტელევიზიაში მოწყობის და სადღეგრძელოების თქმისა, როცა საჭიროება მოითხოვს იმას რომ ზემოხსენებულ ხედვათა ერთობლიობას, საკუთარი მწობრი სისტემა და თამამი გარღვევის იდეოლოგია დაუპირისპირო (!) ალტერნატივა.
მიამიტობა იყო თავშივე ბატონ კოხრეიძისაგან ამის მოლოდინი; „პრახადიმცების“ ჯგუფმა რა იდეოლოგიური ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ისეთ სწავლებას (უფრო ზუსტი რომ ვიყო ფორმულირებაში), მაგ სწავლების მიმდევრებს – რომ მოხიბლო და პროზელიტებად აქციო?.. ვერანაირი. რადგანაც ისეთი იდეოლოგიის, როგორიც მანდ წლებია გაბატონებული და რომლის ინდოქტრინიზაციაზე ერში და ბერში (რაზეც, თუნდაც პატიკო ცაავას ფენომენიც მეტყველებს) გარკვეული საერთაშორისო წრეების საუკეთესო გონი მუშაობს. წლებია ვუყურებ მაგ, მიზანმიმართულად წახალისებულ გაუმაძღრობას და სიყვითლეს, რომელიც “კურტიზანთა ბრწყინვალება და სიღარიბე”-ს ქრესტომატილიულ ფორმატში მიმდინარეოებს. იმას-თქო, თუ რა იდეების პოპულარიზაციას ეწევა აჭარის ტელევიზიის არაფრის მაქნისი მენეჯმენტი, მათზე აყოილილი, ნაწილობრივ მიმიკრირებული „სახეები“ და ვხედავ, არც სურვილი აქვთ ინტერიერის გამოსწორების, ვერც იზიარებენ პრობლემას და შეცდომებზეც არ სწავლობენ. ასევე არც გემოვნება ჰყოფნით, რომ რამე შედარებით ღირებული შექმნან ესთეთიკური კუთხით _ ბოლობოლო, უბრალოდ სხვა დისკურსებისთვის გახსნან მოედანი ფორმალურად, რაც ექსტერიერს დაეტყობა ან ფერები განაახლონ. არაფერი ახალი „ახალი მენეჯმენტის“ პირობებშიც – გარდა ტოქსიკური დოტრინიდან გამოდინარე იმ „თრეშისა“ რასაც წლებია უტიფრად აწვება იქაური ბირთვი!.. იქნებ ბევრს მოვითხოვ „ხისგან რომელსაც ნაყოფის მოცემა არ შეეძლო“, იქნებ მასეცაა. შიგთავსის ტრანსფორმაციაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი არსებული ინტელექტუალური რესურსის პირობებში. მაშ ასე, შეპირებისამებრ თეგების სახით წინა ნაწილების თაურარსი, თუ რაზე ვისაუბრე იქ:
ახალი მენემჯმენტი ინტუიტიურად მოქმედებს, რაც დაუშვებელია კრიზისული მენეჯმენტის პირობებში / უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო / ახალ პროექტებზე და „სახეებზე“ კონკურსი გამოცხადდეს / არაა ტელევიზიაში არც სოციალური ბლოკი და თუა „თეთრი ხმაურის“ წევრები ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე გვესაუბრბიან, ანდა ლგბტ აქტივისტები ქართველების სიბნელეზე და „რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე“ / არც პირდაპირი ეთერია საკმარისად და თუა, ორკესტრირებული შეტევა მიდის სახელმწიფო ინსტიტუტებზე / მეცნიერების და კულტურის პაპულარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ ჰედონისტური ფასეულობების იმპლემენტაციის მცდელობებია / რეგიონალურმა მაუწყებელმა საუნივერსიტეტო მაუწყებლის ფუნქციაც უნდა შეითავსოს, რაც საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა იმ პირობებში როცა მენეჯმენტის თვალსაწიერი რუხი მასის მისწრაფებებს ვერ სცდება, თუმცაღა გაწაფულია „ჩალიჩმეისტერობაში“ / არაა გემოვნებიანი და შემეცნებითი გასართობი (ე.წ. ინფოტეიტმენტი), საბავშვო გადაცემები და საკუთარი წარმოების სერიალებიც, ის კი რაც გამოჩნდა ახლახანს, ნაგავია პირდაპირი მნიშვნელობით / საკუთარიდან, არის მხოლოდ მდარე, უგემოვნო, ბანალური გადაცემები და ისიც 10 % არ აღემატება, არადა კანონის მოთხოვნაა – 25 % / ადგილობრივი ამბები მხოლოდ ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, უკეთესი გახადონ ადგილობრივების ცხოვრება, გამოაშკარავონ სახელისუფლებო შტოების გადაცდომები და მოხდეს ეს უნდა სპეციალური რეპორტაჟებითა თუ სოციალური დანიშნულების სერიალებით / საერთოდ არაა ადგილობრივი წარმოების ანიმაციური ფილმები – არადა აგრესიული მასობრივი კულტურისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვები / ტიხრების თუ სტუდიების ესთეტიკა შუა საუკუნეობრივი დიზაინისაა / სულისკვეთებით „გირჩის“ დარ პოლიტიკურ პარტიად აქციეს აჭარის ტელევიზია / საკმარისია გადაიხედოს აჭარის ტელევიზიის ზოგიერთი „სახის“ პირად სოციალურ გვერდებზე და მკიტხველი თვალნათლივ დაინახავს, თუ რა მიდრეკილებების ხალხს აქვთ ჩაგდებული ეს უმნიშვნელოვანესი მედიაბერკეტი. ერთის მხრივ, (პირობითად) ახალი მენეჯმენტისგან მივიღეთ „იმპოტენცია“, მეორე მხრივ დამხდური „სახეები“ (მემარცხენე ლიბერალიზმის ადეპტები) გნიასს აგრძელებენ – რაშიც ჩვენი გაძვალტყავებული სახელმწიფო 10 000 000_ს იხდის, რაც დაუშვებელია „по умолчанию“!.. მოკლედ, ესაა წინა სამი ნაწილის კვინტენსენცია.
ახლა კი მთავარი: წინარე ფაქტებს და ფაქტუალურ მოსაზრებებს გავყავართ კითხვაზე – თუ რატომ აკეთებენ ამას: ნებსით თუ უნებლიეთ მოსდით ეს? ნუთუ ვერ არიან სათანადოდ აღზრდილნი, იქნებ სამშობლო არ უყვართ, იქნებ გარდა ბიოლოგიური მოთხოვნილების არ ჰგონიათ რომ ადამიანს რამე შეიძლება უფრო მაღალი ამოძრავებდეს ან სულაც დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ხალხია მანდ სათავეებში, ანდა მათი თვალსაწიერი შემოიფარგლება მხოლოდ მიცემ-აღებითა თუ ქვენა გრძნობებისა და მანკიერებების ტირაჟირების სურვილით, რაც მათივე მერკანტილური & მდაბიოს ბუნებიდან გამომდინარეობს? რა თქმა უნდა არა! საკითხი ბევრად რთული და პარადოქსულად მარტივიცაა, ის რომ ჩვეულებრივი პრიმიტიული რეფლექსიით ავხსნათ. ბევრი „თუა“ მანდ, ფრაქტალივითაა ეს თემა – მოჩვენებითად მრავალი, ერთი წყაროდან გამომდინარეა. ყველაფერი ეს ეფუძნება არც მეტი არც ნაკლები, რეალობის მათეულ ინტერპრეტაციას, რომელიც მათივე მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. მსოფლმეხდველობა კი როგორც ავღნიშნე უკვე ზემორე (ზოგადად და უნივერსალურთან მიმართებაში), აქაც – მათ გარშემო გაბატონებული კონცეფციებიდან ყალიბდება. რომლის ტირაჟირება-გაბატონებაში ლომის წილი თავადვე, ან მათ კოლეგებს ცენტრალური არხებიდან მიუძვით, რომლებზეც ამ ფინაჩ იმიტატორებს სწორება აქვთ. ასევე ნეოლიბერალურ პლატფორმასთან აფილირებულ, ყველა ზოგადქართულ ძალასთან მიმართებაში. ანუ სათავეშიც, ცენტრალურ არხებზეც და ე.წ. „საექსპერტო წრეებში“ იგივე პრობლემა დგას-თქო, თუმცაღა იქ ბევრად ნიჭიერად ახერხებენ ანალოგიური ნაგავის ტრანსლაციას, ლამაზად ფუთავენ მაინც… რა აქ პირველადი და მეორადი? ამის გარკვევაში ეშმაკი მოიმტვრევს ფეხს, მაგრამ ვეცდები მომდევნო ეპიზოდში, რადგანაც ყველაფერს, თავისი სახელი უნდა დაერქვას ბოლო-ბოლო! ასე სჭირდება ქვეყანას და აჭარას განსაკუთრებით.
გაგრძელება იქნება
პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი