მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერმა -კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად ილია...

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერმა -კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო

165
0

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

,,ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 44 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთაკავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ”-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.