მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი დიდი იუბილე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში

დიდი იუბილე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში [ვიდეო]

428
0

  ქობულეთის N3 სკოლაში დღეს ინტელექტ-კლუბ ”ნიუბის” 10 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებაზე ”ეტალონის” ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს საპატიო ”ნიუბელის” წოდება მიენიჭა. საპატიო ”ნიუბელის” მედალი გოჩა ტყეშელაშვილს ”ეტალონის” მეგობარმა და თანამოაზრემ – ქობულეთის N3 სკოლის ინტელექტ-კლუბ ”ნიუბის” ხელმძღვანელმა ია სურმანიძემ მიანიჭა.

 2006 წლის მაისში ქობულეთის N3 სკოლაში ისტორიის პედაგოგების ია სურმანიძისა და თეა სალუქვაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინტელექტუალურ შეჯიბრებს.
 ინტელექტ-შეჯიბრებმა მშობლებისა და პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა იდეა შექმნილიყო ინტელექტუალური კლუბი, რომელიც სისტემატურად მოახდენდა ინტელექტუალური შეჯიბრებების ორგანიზებას.
კლუბს ეწოდა ”ნიუბი”(ნორჩ ინტელექტუალთა უკომპრომისო ბრძოლა) და მას დაარსების დღიდან ბევრი გულშემატკივარი და ქომაგი ჰყავს.
 საიუბილეო საღამოზე პროექტის ავტორებმა „ნიუბის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სკოლის ამჟამინდელ და ყოფილ მოსწავლეებთან ერთად რამდენიმე თანაქალაქელიც დააჯილდოვეს.
ხვიჩა მამულაძე, ბადრი შუშანიძე