მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დღეიდან თურქეთში ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება.

დღეიდან თურქეთში ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება.

267
0

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 187 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, – შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 273 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3.96 მილიონამდე, დაღუპულთა რიცხვი კი 34 455-მდე გაიზარდა.

შეზღუდვების ფარგლებში, სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათი“ 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. მაღალი რისკის ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს.

ამასთან, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიწოდებისა და გატანის სერვისებით მუშაობის უფლება ექნებათ, საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები რამადანის ბოლომდე დახურული დარჩება.

თურქეთში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ვაქცინების 19.16 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, აქედან პირველი დოზა 11.47 მილიონ მოქალაქეს, ორივე დოზა კი 7.69 მილიონს აქვს გაკეთებული.

ლიკა შარაძე