მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი წარმატებით დასრულდა /ვიდეო/

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი წარმატებით დასრულდა /ვიდეო/

1568
0

წარმატებით დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლად ტურიზმისა და აგროსფეროების პოპულარიზაცია“, რომელიც განხორციელდა პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs“ ფარგლებში გაცემული ალუმნი გრანტის სახსრებით.

პროექტი, რომლის ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ანა ცეცხლაძე გახლდათ, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის, ფერმერთა ასოციაციის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ორგანიზაცია „ათინათის“ პარტნიორობითა და ტელეკომპანია ტვ12-ის საინფორმაციო მხარდაჭერით განხორციელდა.