მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო

ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო

290
0

18491599_832753490222510_5957973987994631840_oხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო. დღეს შერეული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა მაისის თვისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცათ.