ბოლო დღეებში საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძის გაგენპროკურორების თემა ისევ აქტუალური ხდება. კულუარული ინფორმაციით, საპატრიარქოს ყბადაღებული თემის შედეგად რეალობას უახლოვდება შოთაძის პროკუტურიდან წასვლის ალბათობა… ვინ იქნება მთავარი პროკურორი და ვინ შეცვლის შოთაძეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მკაფიოდ ყველა ერიდება, თუმცა საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ეფექტურად მოიაზრებენ შავაძის კანდიდატურას, რომლითაც სავარაუდოდ წულუკიანი შოთაძეს ჩაანაცვლებს. პაატა შავაძის გენპროკურორობის თემა წლებია აქტუალურია და ამას არც თავად კანდიდატი გამორიცხავს, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული ამ მარათონში. საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ არც თუ დიდი ხნის წინ, მოქმედ მთავარ პროკურორს სისტემაში თავისი „მალე და თანაც ტრამპივით მოულოდნელად მისვლა უქადაგა“… გამართლდება თუ არა შავაძის პროგნოზები და იქნება თუ არა ის საქართველოს პროკურატურისათვის „მოულოდნელი ტრამპი“, რომელიც სისტემის სრულ გარდაქმნასა და სამართლიანობისაკენ რადიკალურ შემობრუნებას გვპირდება, ამას დრო გვიჩვენებს…