მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლი,...

ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 40-მდე ოჯახი გაიყვანეს, დემონტაჟს არ საჭიროებს – ბათუმის მერია

416
0

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სადაც  8 ოქტომბერს დანგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსი, საიდანაც რამდენიმე დღის წინ 40-მდე ოჯახი პრევენციის მიზნით გაიყვანეს, დემონტაჟს არ საჭიროებს.

 

ცნობილი გახდა დღეს, რომ  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წერილობითი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობის ერთი ნაწილი ექვემდებარება გამაგრებას.

ავარიულად კი ითვლება ის ნაწილი, რომლის პირველ სართულზეც კერძო პირი სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ ჟურნალისტებს დღეს გააცნო ექსპერტიზის დასკვნა.

,,როგორც მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.  აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას”-აცხადებს ლელა სურმანიძე-ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.