მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ვაქცინა “ფაიზერზე” რეგისტრირებულ მოქალაქეებს ემსახურებიან /ვიდეო/

ვაქცინა “ფაიზერზე” რეგისტრირებულ მოქალაქეებს ემსახურებიან /ვიდეო/

309
0

https://www.youtube.com/watch?v=qWNfqQ0btEI&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12

საყოველთაო იმუნიზაციის ფარგელბში COVID-19-ის ვაქცინაციის ადმინისტრირების პროცესში, ბათუმის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება, ევექსისი ჰოსპიტლები – “ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო” და “ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” ჩაერთო. კლინიკები 26 ივლისიდან ვაქცინა “ფაიზერზე” რეგისტრირებულ მოქალაქეებს მოემსახურებიან. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრები მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევენ. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ქ. ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების “ფაიზერით” ვაქცინაციას. ჩამონათვალს დაემატა “ევექსისი ჰოსპიტლები – “ბათუმის რეფერალური საავადმყოფო”, “საზღვაო ჰოსპიტალი” და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”. ამავე ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში ბათუმში “ფაიზერით” ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება.