ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 130-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამოსაცხოვრებელი სახლები დაბზარულია.
მათ პროტესტის ნიშნად, დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ათ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთანკარვების გაშლიან.
“დაბზარული სახლები , უწყლოდ დარჩენილი და უნაყოფო ნიადაგი, – ეს პრობლემები სრული ჩამონათვალი არ არის, რომელიც ქალაქ ბათუმში მუსხელიშვილის ქუჩის 130 მდე ოჯახსავტობანის მშენებლობის გამო შეექმნა. მოსახლეობა დაბზარეულ კედლებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებს, დაზარალებულები ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველდღიურად ბზარებთან ერთად იზრდება.
2 წლის წინ მოსახლეობის მასშტაბური აქციის შემდეგ, ადგილზე იყვნენ ხელისუფლების დაკომპანიის წარმომადგენლები, შეიქმნა სპეციალური შემსწავლელი კომისია, დღემდე უცნობიაამ კომისის დასკვნა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ – ერთი კორპუსიდან ქირით გაიყვანეს მხოლოდ 8 ოჯახი, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული დასახლება გზასთან ახლოს მდებარეობს და განახლდა ბურღვითი სამუშაოეოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ ბზარების სიხშირე მატულობს. ოჯახები ითხოვენ ხელისუფლების ჩართულობას და დაპირებების რეჟიმიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმში გადასვლას“-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.