მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ზურაბობა 2017 მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ზურაბობა 2017 მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა [ვიდეო]

401
0


 5 მაისს ზურაბობა აღინიშნა. სასიქადულო პოეტისა და მამულიშვილის ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ: ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, ბათუმის მერი, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან, ცნობილი მწერლები, პოეტები, ხელოვანები, სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რიგითი ბათუმელები. შეკრებილებმა ქვეყნის, მისი ძირძველი კუთხის საამაყო შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უკვდავი პოეტური სტრიქონები, რომლებიც წლებია ქართული პოეზიის მარგალიტებად იქცნენ. საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა, დეკანოზებმა – მამა სერგიმ (რუხაძე) და მამა ანდრიამ (თურმანიძე) პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დღესვე ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში პოეტის სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა საზეიმოდ გახსნეს: ზურაბ გორგილაძის მეუღლემ ლეილა დავითაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშმა.

ჩაქვიდან საიუბილეო ღონისძიებების მონაწილეებმა ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელში – გორგაძეებში გადაინაცვლეს, სადაც მამისეულ სახლში პოეტის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, საიუბილეო ღონისძიებები ქობულეთის კულტურის სახლში პოეტის საიუბილეო საღამოთი დაგვირგვინდა.

ტელეკომპანია „ტვ12“ პოეტ ზურაბ გორგილაძის შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებს, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. დღეს კი გადავწყვიტეთ „მედიატორში“ თავად პოეტი გაგვეცოცხლებინა…

 

https://youtu.be/nQT3pq5JbkU

ჯემალ მეგრელიძე, ხვიჩა მამულაძე