მთავარი სხვადასხვა თამარ გაბუნია – პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა,...

თამარ გაბუნია – პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, როდის შეძლებენ მოქალაქეები პორტალით რეგისტრაციას, ზუსტ ვადები განსაზღვრული არ არის

199
0

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხდა – 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს და მოქალაქეს ექნება საშუალება დაჯავშნოს რიგი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, როდის შეძლებენ მოქალაქეები პორტალით რეგისტრაციას, ზუსტ ვადებს გაბუნია ვერ ასახელებს.

მისი თქმით, ქოლ-ცენტრები ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებში უახლოესი 2 დღის განმავლობაში გაიხსნება.

ლიკა შარაძე