თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციიდან “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სიტყვით მიმართა.
“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი. რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტვად არ მთავრდება. სია, თუ რა ვაკეთეთ ჩვენ, არის გრძელი, ამისთვის დრო, მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა”. “, – განაცხადა წულუკიანმა.