თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შუა ხნის ცოლ–ქმარი ცეცხლსასროლიიარაღით მოკლეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხელ ფერმაში შელაპარაკების ხმა მოესმათ. მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.