მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშთან შეხვდა

თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშთან შეხვდა

211
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩთან საქართველოში ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სახელით საქართველომ მოიპოვა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედები გაიმართა KfW-ს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც ბათუმთან ახლად შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების პროექტის დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტურისტული პარტნიორების სიაში მეათე ადგილს იკავებს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის ევროპის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.