აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. იგი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ. გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. იგი11 ოქტომბერს დასრულდება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფება