დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქომაგი 2017“-მა შეხვედრა გამართა. ისინი აჭარის მთავრობის დონორ ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. პროექტი „იაფი სახლი -ქირა შესყიდვით“ 20 წლიან სესხს გულისხმობს იმ პირებზე, რომელთა სახელზეც არ არის უძრავი ქონება დარეგისტრირებული, 20 წლის შემდეგ კი ფართობი მათ მფლობელობაში გადავა.