მთავარი მედიცინა ივანე ჩხაიძე: საქართველო უახლეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას

ივანე ჩხაიძე: საქართველო უახლეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას

202
0

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა ივანე ჩხეიძემ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს,  მისი განცხადებით ქვეყანას ორი არჩევანი აქვს და ორივე ვარიანტი განიხილება და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ქვეყანას აქვს ორი არჩევანი – პირველი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჩავატაროთ მხოლოდ რისკის ჯგუფებში, ან შესაძლებელია მეორე გზა, რომელიც   აშშ-მა, კანადამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ, აირჩია ეს არის გზა, ჯანმრთელობის მიუხედავად, 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების იმუნიზაცია.

ორივე ვარიანტი იქნება განხილული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავტორი: ნინი ივანაძე