ქობულეთის კულტურის სახლში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2017“ ჩატარდა. „ქობულეთისეტალონიმოსწავლის“ტიტული წმ. მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური სკოლისIX კლასის მოსწავლე რატი თხილაიშვილმა მოიპოვა. იგიინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
ეტალონის მონაწილეებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძექობულეთის რესურსცენტრის დირექტორთან მადონა გოგიტიძესთან ერთად მიესალმა და წარმატებებიუსურვა. მათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიგადასცეს. ინტელექტუალური ჩემპიონატი ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განათლებისგანყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 75 მოსწავლე ასპარეზობდა. საკონკურსო შეხვედრა სახელოვნებო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმამუსიკალური ნომრებით გაამრავალფეროვნეს. |