მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძველ ბათუმში

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძველ ბათუმში

297
0

ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორ მისამართზე ძველი სახურავი უკვე შეიცვალა ახლით. კიდევ 5 სახურავის აღდგენაზე ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. გარდა ამისა, დაწყებულია წინასწარი სამუშაოები კიდევ ხუთი სახურავის რეაბილიტაციაზე. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების აღდგენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
გარდა ამისა, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე გრძელდება დაზიანებული ქვაფენილის შეკეთების ღონისძიებები. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად 2 ჯგუფი ახორციელებს. გარდა ქვაფენილისა, მიმდინარეობს დაზიანებული ტროტუარების შეკეთებაც.