მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა კახეთში ფერომონიან დამჭერებზე ფაროსანა არ დაფიქსირდა

კახეთში ფერომონიან დამჭერებზე ფაროსანა არ დაფიქსირდა

186
0

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითფერომონიანი დამჭერები კახეთშირეგიონის მასშტაბით1300-მდე ლოკაციაზე განლაგდასპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხედვითშეირჩა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორის თქმით, მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს, თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

მაია არსენაშვილი განმარტავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზსა და რეგიონულ ოფისებს ხშირად მიმართავენ ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა მწერით ხელში ამტკიცებენ, რომ სწორედ აზიური ფაროსანა შენიშნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი წარმოდგენილი ნიმუში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.

სოფელ მანავის მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად ტელევიზიის საშუალებით ჰქონდათ. ფერმერების თქმით ბაღლინჯო ჯერ არც სახლებში და არც ბაღებსა თუ პლანტაციებში არ შეუნიშნავთ.

სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არ წარმოადგენდესEBRD-ის შეხედულებას.