Facebook-ი სახელს იცვლის და მისი სახელი Meta იქნება. ამის შესახებ, კომპანიისდამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, ცუკერბერგის განმარტებით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურრეალობასა (VR) და მეტავერსს უკავშირდება.
კომპანია აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს ერთი ბრენდის ირგვლივ მოაქცევს. მარკცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი დარჩება.
შესაბამისად, ცვლილება არ ვრცელდება მის ცალკეულ პლატფორმებზე, როგორებიცააFacebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი, სახელს შეიცვლის მხოლოდ მათი მფლობელი კომპანია.
2015 წელს Google-მა მთლიანად მოახდინა რეორგანიზაცია და Alphabet-ის შემადგენლობაშიშევიდა, ნაწილობრივ იმის ნიშნად, რომ Google აღარ იყო მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედუფრო ფართო კონგლომერატის ნაწილად იქცა, რომლიც მრავალფეროვან პროდუქტსაწარმოებს. დღეს Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs (რომელიც ჭკვიანიქალაქის ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული), DeepMind (ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავეკომპანია), Google Fiber და Verily (სამეცნიერო ორგანიზაცია).
მისი პოზიციაა, რომ ახალი სახელწოდება უკეთესად განსაზღვრავს იმას, რასაც კომპანია ახლააკეთებს.