მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ლევან ანთაძის ბრიფინგი

ლევან ანთაძის ბრიფინგი

159
0

„გვინდა გამოვეხმაუროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ბოლო წლებში და განსაკუთრებით დღეს ბათუმის მერიაში მიმდინარე სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მოსვლისთანავე ჩაერთო კორუფციის ჭაობში, ბოლო წლებში არაერთხელ ვამხილეთ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, რაზეც სამწუხაროდ აუდიტის სამსახურსა და საგამოძიებო უწყებებს არ ჰქონიათ ეფექტური რეაგირება. – ეს განცხადება დღეს ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა ლევან ანთაძემ გააკეთა და ჟურნალისტებს კონკრეტული ფაქტები უჩვენა, თუ როგორ არამიზნობრივად გაიხარჯა ბიუჯეტი, როგორ იკვეთება კორუფციის ნიშნები.