,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს ბათუმში, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატადნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.
როგორც მათე ფუტკარაძე, ამბობს მისი მიზანი არასდროს ყოფილა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ ბოლო დროის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გადაწყვიტა შემოვიდესამ უსამართლო ბრძოლაში
და ღირსეულად გააგრძელოს მამამის ნუგზარ ფუტკარაძის გზა.
,,უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ბათუმელს და ოპოზიციას.
განსაკუთრებული მადლობა მეოთხე სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მამაჩემისადმი, ნუგზარ ფუტკარაძი სადმი გამოცხადებული ნდობისთვის.
არ დაგიმალავთ და, ვღელავ, რადგან
ჩემი მიზანი არ ყოფილა პოლიტიკაში ყოფნა.
მე სხვა ოცნებები და გეგმები მქონდა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდანგ ამომდინარე, გადავწყვიტე, შემოვიდე ამ უსამართლო ბრძოლაში და ღირსეულად გავაგრძელო მამაჩემის გზა.
მამაჩემმა, ნუგზარ ფუტკარაძემ, თავისი საქციელით ყველას აჩვენა, რომ ნდობა და ღირსებაარ იყიდება.
შემოვდივარ ამ პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ღირსების არჩევნებია არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, არამედ ბათუმისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
თქვენი დახმარებით, მინდა აქტიური მონაწილეობა მივიღო ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც ქვეყნისთვის, დაკარგული ღირსების დაბრუნება ჰქვია“-განაცხადა მათე ფუტკარაძემ.