რუსული პროპაგანდისტული არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანკინოვა, რომელიც გუშინ, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, აცხადებს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არ იცის, რა ელის უახლოეს პერიოდში, მაგრამ ადვოკატებისგან მიიღო ცნობა, რომ შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაემუქრებოდეს.
„არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსებისბეიჯი.
არ ვიცი, რა მელის მალე. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება“, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარინა ოვსიანკოვა პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში გამოჩნდაბანერით „არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!”, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.
მოგვიანებით, კი ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი დააკავეს.