მთავარი სხვადასხვა მეუფე იაკობი – მინდა პანსეონში სიტუაცია მოვაწესრიგო

მეუფე იაკობი – მინდა პანსეონში სიტუაცია მოვაწესრიგო

220
0

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ნინო ლომჯაიას თბილისში შეხვდება.

მისივე თქმით, სახალხო დამცველთან ის ცივილიზებულად ისაუბრებს.

„სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ბავშვებთან შეშვებაზე… ბავშვები ძალიან დასტრესილები არიან, შემოვიდნენ და კითხვა – პასუხი, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას…აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. სოციალურ მუშაკებს მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ. ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ. სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარდა. აქ სიტუაციის დალაგება მინდა, იმისთვის, რომ სიტუაცია აბსოლუტურად დალაგდეს. გარედან ძალიან აურიეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან მეუფე იაკობის თქმით, თუ ნახავს, რომ პანსიონში სერიოზული დარღვევაა, ყველა ფაქტზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლიკა შარაძე