მთავარი სხვადასხვა მეუფე იაკობი – პროპაგანდის უფლება არ აქვთ მათ, ჩვენთან არ აქვთ! იმ...

მეუფე იაკობი – პროპაგანდის უფლება არ აქვთ მათ, ჩვენთან არ აქვთ! იმ ადამიანებმა იცხოვრონ, არავინ უშლით ხელს, მასე ცხოვრობენ და არაფერში ხელი არ ეშლებათ, მასე ჩვენ უფრო გვჩაგრავთ, მართლმადიდებლებს, სულ ბულინგია ტელევიზიების მხრიდან

180
0

რას ეძახით ღირსების მარშს? – მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში, რა ღირსების, რის ღირსების?! ღირსება სხვა რამეა! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდა. მისი თქმით, პროპაგანდა, რომელსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ეწევიან, დაუშვებელია.

ამასთანავე, როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორები ელჩების დახმარებას იყენებენ და საქართველო არ უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერევიან.

ლიკა შარაძე