მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მიზანი – მედიაწიგნიერების ამაღლება…

მიზანი – მედიაწიგნიერების ამაღლება…

290
0

Erasmus+ის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა“, 15-24 ნოემბერს, ქალაქ ქობულეთში, განახორციელა პროექტი “Digital Youth Participation”. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს 18-30 წლის ახალგაზრდებმა 6 სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, საბერძნეთი, სომხეთი, ჩეხეთი და უკრაინა. პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას მედია-წიგნიერებაზე, ასევე პროპაგანდის, მანიპულაციის და ფეიქ-ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლას. პროექტში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მონაწილეებმა დაგეგმეს და შემდეგ განახორციელეს აქტივობები ადგილობრივი კოლეჯის, „ახალი ტალღის” სტუდენტებისთვის.

სულ მომზადდა 4 სხვადასხვა აქტივობა მედია-წიგნიერების თემატიკაზე, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას და ასევე, სხვადასხვა კულტურის გაცნობას.

“ახალი  ტალღის” სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ შემდეგ აქტივობებში: კულტურათა გაცვლა, მედია-წიგნიერება, სოციალური მედია უკეთესი ცხოვრებისთვის და მენტალური ჯანმრთელობა. ეს კონკრეტული აქტივობები მიზნად ისახავდა, სხვა ქვეყნების გაცნობას, არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, სოციალური მედიის პოზიტიური მხარის წარმოჩენას და ცნობიერების ამაღლებას მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მსგავსი აქტივობების შეთავაზებით ჩვენი მიზანია მოსწავლეებს მივცეთ მოტივაცია გახდნენ აქტიური მოქალაქეები, მეტად ჩაერთონ არაფორმალურ აქტივობებში და განივითარონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები, როგორიცაა, კრეატიულობა, კომუნიკაციის, ლიდერობის და კრიტიკული აზროვნების უნარები.

#Erasmusplus #youthexchange #OeAD-GmbH #DigitalYouthParticipation #NEUERSTART #YouthCenterofGeorgia #NGONonformalEducationforYouth #PatrasYouthClub #Creative youth #FriendsForEurope