ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, დღეში საშუალოდ 16.5 მილიონი ადამიანი იცრება.
ვაქცინების ყველაზე მეტი – 165 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
ჩინეთში ვაქცინაცია 136 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 79 მილიონს, ინდოეთში კი 75 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ვაქცინაციის სწრაფი ტემპით მათ ჩილე, მაროკო, გერთიანებული სამეფო და თურქეთი მოჰყვებიან.
სოფიო პაქსაძე