მთავარი ინტერვიუ ნარკომანიის განკურნება დღეს პრობლემა აღარ არის… რა საიდუმლოს ფლობს თურქი ექიმი –...

ნარკომანიის განკურნება დღეს პრობლემა აღარ არის… რა საიდუმლოს ფლობს თურქი ექიმი – ფსიქიატრი, პროფესორი მეჰმედ ჩევიქი /video/

42
0

ჩვენი მორიგი სტუმარი გახლავთ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის Liv Hospital – ის წამყვანი ექიმი – ფსიქიატრი, პროფესორი ბატონი მეჰმედ ჩევიქი. იგი დღეს ქართველი პაციენტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე გაგვცემს პასუხებს.


ბატონი მეჰმედი გახლავთ წარმატებული ექიმი, პროფესორი, რომელიც მუშაობს ნარკოდამოკიდებულ პაციენტებთან, ის არ გახლავთ მხოლოდ ფსიქიატრი, არის ნარკოფსიქიატრი, ვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ნარკოდამოკიდებული პაციენტების განკურნების თვალსაზრისით.

  • დაახლოებით 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურე, ანკარის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი საექიმო ბიოგრაფია სტამბოლში, შიშლის ეტვარის საავადმყოფოდან იწყება, სადაც 5 წელი ვიმუშავე. შემდეგ, 7 წელი დავყავი სამსუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოში ექიმი – ფსიქიატრის პოზიციაზე, ხოლო დაახლოებით 8 წელია, რაც აქ, Liv Hospital-ში ვმუშაობ.

რა არის ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებები?

  • პირველ რიგში, განწყობის აშლილობების სფეროში, რომელსაც ვიკვლევთ, დეპრესია დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებად.
    ეს კი საზოგადოების დაახლოებით 11-15%, ზოგჯერ 20%-ს შეადგენს. გარდა ამისა, შფოთვითი აშლილობებიც თითქმის ამავე რაოდენობით გვხვდება, დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში.
    რა შედის შფოთვითი აშლილობებში? პანიკური აშლილობა, სოციალური ფობია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სხვა. მაგრამ ბოლო წლებში, რაც განსაკუთრებით მიიპყრობს ჩემს ყურადღებას, არის დამოკიდებულებები, რომლებიც წლიდან წლამდე მატულობს. მათ შორისაა ნარკოდამოკიდებულება და ქცევითი დამოკიდებულებები.
    ეს ამჟამად მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

რა გავლენას ახდენს სტრესი და ცხოვრების რიტმი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

  • საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მინიმალური სტრესი კარგიაის ადამიანს ენერგიას აძლევს, მას სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს და აძლიერებს.
    მაგრამ ჩვენი განხილვის საგანი ის სტრესია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის ზეწოლის შედეგად ვითარდება, ადამიანის ბუნებრივ რიტმს არღვევს და მის ურთიერთობებსაც კი აყენებს ზიანს.
    შედეგად, ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან სტრესს, რაც ფსიქიკური დაავადებების ფუნდამენტურ მიზეზს ქმნის.
    და ეს მხოლოდ ფსიქიკურ დაავადებებზე არ ვრცელდება – გადაჭარბებული სტრესი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან, კიბოსთან და სხვა მრავალ ფიზიკურ დაავადებასთან.

რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური მკურნალობა ფსიქიკური დაავადებებისას?

  • ფსიქიატრიაში, ისევე, როგორც სხვა სამედიცინო დარგებში, ფარმაკოლოგიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
    თუმცა, მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ფოკუსირება არასწორია.
    ფსიქიატრია მიზნად ისახავს ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის (ანუ მედიკამენტების მიღების) და თერაპიის ერთად წარმართვას.
    ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ როდესაც პაციენტს ვმართავთ, 55% არის მედიკამენტოზური მკურნალობა, 45% კი ფსიქოთერაპია.
    თუ ამ მეთოდებით შედეგი არ მიიღწევა, მაშინ მკურნალობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ვამატებთ.

არის თუ არა შესაძლებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მთლიანად განკურნება?

  • ფსიქიატრიული დაავადებების უმეტესობა ისეთივე ხანგრძლივი დაავადებებია, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი ან ჰიპერტენზია.
    მრავალი მათგანი ქრონიკულ ფონზე მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში შეტევების სახით ვლინდება.
    ჩვენ ვმუშაობთ ამ შეტევების მართვაზე და ვცდილობთ, რომ რემისია (ანუ სიმპტომების შემსუბუქების პერიოდი) რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
    მაგალითად, დეპრესიულ შეტევას რომ განვიხილოთ – თუ პაციენტმა ერთი თვეში მკურნალობით გამოჯანმრთელდა, ჩვენი მიზანია, რომ მას ახალი შეტევა აღარ განუვითარდეს.
    ამისთვის მედიკამენტებს ფსიქოთერაპიასა და საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებს ვამატებთ.
    თუმცა, მეორე შეტევის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი – დეპრესიის შემთხვევაში, 60%-ის შემთხვევაში განმეორებითი შეტევა მაინც ხდება.
    რაც შეეხება სხვა ფსიქიატრიულ დაავადებებს, სრული განკურნება ხშირად შეუძლებელია, რადგან ცხოვრება დინამიკურია და უცნობია, რა გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს მომავალში.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას ფსიქიატრის კონსულტაცია სჭირდება?

  • ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანი თავად მიხვდეს, რომ რაღაც რიგზე არ არის.
    თუ ის აცნობიერებს, რომ მის სოციალურ, პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს, და თავად მიმართავს სპეციალისტს – ეს საუკეთესო შემთხვევაა.
    თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ამას ვერ ხვდება და ასეთ დროს ახლობლებს, ოჯახის წევრებს ან კოლეგებს შეუძლიათ ურჩიონ ფსიქიატრიული კონსულტაციის გავლა.

რა გავლენა აქვს ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერას მკურნალობის პროცესზე?

  • მეგობრები და ოჯახი პიროვნების ძირითადი მხარდაჭერის ჯგუფია.
    ადამიანი ხშირად სხვების რეაქციებზე დაყრდნობით აფასებს საკუთარ მდგომარეობას.
    თუ მას გარშემო უცნაურ გამომეტყველებებს ამჩნევს, შეიძლება საკუთარ თავში დარწმუნებული აღარ იყოს და თავი არამყიფედ იგრძნოს.
    ამიტომ, პირველადი მხარდაჭერის სისტემა – ოჯახი და მეგობრები – აუცილებელია.
    ფსიქიატრიული მდგომარეობებს ბიოფსიქოსოციალური მიდგომით განვიხილავთ, სადაც ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.
    სოციალური გარემო განაპირობებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

როგორ განსაზღვრავთ ნარკოდამოკიდებულებას ფსიქიატრიული თვალსაზრისით?

  • დამოკიდებულება არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნება განაგრძობს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ფინანსური, სოციალური თუ სამართლებრივი ზიანი მიადგა.
    თუნდაც ის გარკვეულ მომენტში გადაწყვეტდეს თავის დანებებას, მას არ ძალუძს ამის გაკეთება.

არსებობს თუ არა „უმნიშვნელო“ და „სერიოზული“ ნარკოდამოკიდებულება?

  • ზოგი პაციენტი ამბობს: “ჩემს შემთხვევაში მსუბუქი დამოკიდებულებაა.” მაგრამ სინამდვილეში, არ არსებობს “მსუბუქი” ან “მძიმე” ნარკოდამოკიდებულება.
    როგორც კი ნარკოდამოკიდებულების დიაგნოზი დასმულია, ეს ნიშნავს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
    ზოგი ადამიანი შესაძლოა ნარკოტიკს იშვიათად მოიხმარდეს – მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, და მიაჩნდეს, რომ პრობლემა არ აქვს. მაგრამ ერთ დღეს ის იმაზე მეტს მოიხმარს, ვიდრე გეგმავდა და ამ მომენტიდან კონტროლი ნარკოტიკს გადაეცემა, არა – ადამიანს.

რა ცვლილებებს იწვევს ნარკოტიკები ტვინსა და ფსიქიკაში?

  • ნარკოტიკები პირველ რიგში ტვინს აზიანებს.
    ისინი არღვევენ ტვინის ბუნებრივ ფუნქციონირებას, ცვლიან აზროვნებას, ემოციებს და საბოლოოდ – ქცევას.
    ასე რომ, ადამიანს აღარ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა.

როგორ ხდება ნარკოტიკებისგან გამოწვეული ფსიქოზების დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

  • ნარკოტიკების უმეტესობა იწვევს ფსიქოზს.

განსაკუთრებით საშიშია ისეთი ნარკოტიკები, როგორიცაა ამფეტამინები, მეტამფეტამინები, კოკაინი და ჰეროინი.
ფსიქოზის დიაგნოზისთვის კლინიკური შეფასება საკმარისია – მის ამოცნობას ახლობელიც კი შეძლებს.

ბატონ მეჰმედს აქვს ნარკოდამოკიდებულთა მეთოდური მკურნალობის ინოვაცია. ეს არის სპეციალური მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის შესახებაც მსურს გავაგებინოთ ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ამ ინოვაციამ შექმნა საფუძველი იმისა, დადასტურებით ვთქვათ, რომ ნარკომანია განკურნებადია… ვთხოვ ბატონ მეჰმედს მოკლედ მოგვითხროს ამ ინოვაციის შესახებ.

  • დამოკიდებულებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.
    მაგალითად, ბოლო წლებში გაჩნდა წამლები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში 60-70%-ით ამცირებს ნარკოტიკის მოხმარების სურვილს.
    ასეთ მკურნალობა ძირითადად სტაციონარულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი.
    პირველი 7-10 დღე ყველაზე კრიტიკულია, რადგან ამ პერიოდში ჩნდება “მონატრების” სიმპტომები და შესაძლოა პაციენტი ისევ მოხმარებაზე გადავიდეს.

დიახ. ჩვენ შეგვიძლია ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა დახმარება, მოგვმართეთ! ბატონ მეჰმედს კი საინტერესო საუბრისათვის ძალიან დიდი მადლობა… გვეიმედებით და აუცილებლად შევხვდებით.

  • დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.
    იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება საქართველოში მცხოვრები მეგობრებისთვის, ოჯახებისა და პაციენტებისთვის.
    მივესალმებით ყველას, ვინც დახმარებას საჭიროებს!
    ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყურადღება! ბატონ მეჰმედთან ვიზიტების დასაჯავშნად სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:

ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს

თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებშიტელ: 577 59 41 59