მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

235
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 13 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა 8 აპრილს გამართულ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

სოფიო პაქსაძე