მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ომიდან – მშვიდობამდე ანუ 30 წელი ხოჯალის გენოციდიდან /ვიდეო/

ომიდან – მშვიდობამდე ანუ 30 წელი ხოჯალის გენოციდიდან /ვიდეო/

189
0

1992 წლის 26 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხანქენდში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის 366-ე მოტომსროლელი დივიზიის მონაწილეობით აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ უპრეცენდენტო სამხედრო ოპერაცია – ხოჯალის გენოციდი განახორციელეს.

სწორედ ამ მოვლენებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა ხსოვნის საღამო, რომელიც გუშინ, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით სასტუმრო შერატონში გაიმართა.

საღამოს მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სისხლიანი მოვლენები გაიხსენეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში პარვიზ ისმაილზადემ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა რიზა ქააღან ილმაზმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, პროფესორმა როსტომ გუნთაიშვილმა, დასასრულ საღამოს მონაწილეებმა ნახეს ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

შეიარაღებული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ქალაქ ხოჯალის მშვიდობიან მოსახლეობას, მხეცურად აწამეს და მოკლეს 613 ადამიანი, დაასახიჩრეს 487, ხოლო ტყვედ აიყვანეს 1275 მოქალაქე, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც საშინელი ტანჯვა-წამების  მსხვერპლად იქცნენ. დღემდე გაურკვეველია და უგზო-უკვლოდ  დაკარგულად ითვლება 150 ადამიანი. ქალაქი ხოჯალი კი მიწასთან გაასწორეს.

ხოჯალის ოკუპაციის დროს მოსახლეობას ქალაქიდან გასასვლელად დერეფანი არ დაუტოვეს, უმოწყალოდ ამოხოცეს ყოველი სულიერი. მოკლული 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო.  გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა, 24-მა ბავშვმა ორივე მშობელი, ხოლო 130-მა ერთ ერთი მშობელი დაკარგა.

ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელერეპორტიორის მიერ გადაღებულმა საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ათობით მოხუცის, ბავშვის და ქალის გვამი ატყავებლი იყო, დაღუპულებს სახეები ტყვიებით და ავტომატის კონდახებით ჰქონდათ დაჩეხილი…

ხოჯალი გასული საუკუნის ყველაზე დიდი  ტრაგედიაა, იგი, როგორც  გენოციდის აქტი, შეფასებულია, როგორც აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის სისხლიანი ფურცელი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციის დროს  მშვიდობიანი აზერბაიჯანელი  მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური სისასტიკის განმახორციელებლები დღემდე არ არიან დასჯილნი.