არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა” Erasmus+ ის ფარგლებში, 1-8 ნოებერს, განახორციელა საერთაშორისო პროექტი “Building Bridges”. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებდა 36 ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ბულგარეთი, ლატვია, ნიდერლანდები, რუმინეთი და თურქეთი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა კულტურას, ისტორიას და რელიგიას, ასევე სტერეოტიპების გავლენას ადამიანთა შეხედულებებზე. პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება თანასწორობასა და ტოლერანტობაზე, ასევე გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა კულტურისა და წარსულის მქონე ადამიანებს შორის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ოზურგეთს, ორგანიზაცია Euroclub-ს, სადაც მათ გამართეს შეხვედრა ადგილობრივ აზალგაზრდებთან და განიხილეს 4 თემატიკა: ტრადიციული ცეკვები, სტერეოტიპები, ფორუმ თეატრი და გარემოს დაცვა. მრავალფეროვანი თემების საშუალებით ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, გაეცნენ ახალ კულტურებს, სტერეოტიპებს და მათ გავლენას ადამიანებზე, ასევე განივითარეს კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარები.
მსგავსი შეხვედრების ჩატარებით ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ახალზაგრდების ცნობიერება, მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა არაფორმალური განათლების მეშვეობით და განივითარონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები.
#Erasmusplus #BuildingBridges #youthexchnage #YouthWithoutBarriers #YCG #YouthCenterofGeorgia #AsociatiaProDezvoltareDACIA #APDD #LİDOSK #SPORTSROOM #AssociationBK-95