29 მაისს, ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოვლენილ „რჩეულ ქობულთელებს“ უმასპინძლა. საზეიმო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „რჩეული ქობულეთელი“, ქობულეთის კულტურის ცენტრისა და მედიაჯგუფ „აჭარა P.S.“-ის ორგანიზებით წელს უკვე მეშვიდე გაიმართა, ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაზეთი „ჩემი ქობულეთი“, ამ ხნის განმავლობაში გაზეთის მკითხველმა შეარჩია და პატივი მიაგო 60 კარგ ქობულეთელს, წელს კი კიდევ ერთი ამაგდარი და ნამდვილად ღვაწლმოსილი ადამიანებისგან შემდგარი ათეული გამოვლინდა:
ავთანდილ ბეჟანიძე – აგრონომი, კუკური გოგიტიძე – ექიმი, ვაჟა ნოღაიდელი – მეხანძრე, ეთერ ანანიძე – პედაგოგი, თინა ჩავლეიშვილი – ბუღალტერი, ტარიელ ვერულიძე – ინჟინერი, ეთერ ბერიძე – სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი, მალხაზ ჭიპაშვილი – ექიმი, კუკური ჟღენტი – კულტურის მუშაკი, გიორგი (კოკი) თხილაიშვილი – მორაგბე.
საღამო ტრადიციულად მიჰყავდათ მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გენერალურ დირექტორს ჯემალ მეგრელიძეს და კულტურის ცენტრის დირექტორს სოფიო მოწყობილს, „რჩეულებმა“ უპასუხეს კითხვებს, იყო იუმორიც და სევდაც, რომელიც განვლილმა წლებმა დაგვიტოვა, ღონისძიება მუსიკალურ – ქორეოგრაფიული ნომრებით ტრადიციულად კილტურის ცენტრის შემოქმედებითმა ძალებმა გაალამაზეს.
https://youtu.be/VJ34Qsk9zHU